ავტომობილის პოლირება





New Auto Motors /  ნიუ ავტო მოტორს







ხარისხიანი პოლირება გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ავტომობილს სწრაფად და იაფად გააცალოთ ზედმეტი ნადები. თუმცა, საყურადღებოა ის ნიუანსები, რომელიც ავტომობილის პოლირებას ახლავს თან, რაშიც ნაკლებად ერკვევა ავტომფლობელი.

ავტომობილის პოლირების პროცესი რამდენიმე ნაწილად იყოფა: დეფექტების აღმოჩენა და დამუშავება. სპეციალური სითხის დამუშავებულ დეფექტებზე დატანა და  სპეციალური დანადგარით დამუშავება.

დეფექტების აღმოჩენის შემდეგ შასი საფინალო დამუშავებას მოითხოვს. დამუშავების არასწორად წარმართვის შემთხვევაში დეფექტები შეიძლება კიდევ უფრო პრობლემური გახდეს. შესაბამისად სანამ სპეციალურ სითხეს შასზე მოვათავსებთ, დეფექტების კარგად დამუშავებაა საჭირო, რასაც სპეციალური სისქის ზუფარის ქაღალდი (შკურკა) სჭირდება.

დეფექტების ხარისხიანად დამუშავების შემდეგ, სპეციალური სითხე დამუშავებულ დეტალებზე უნდა დავიტანოთ და რამდენიმე წუთით უნდა ვაცადოთ, რომ დამუშავებული დეფექტებმა სითხე მიიღოს. ამის შემდეგ კი სპეციალური რბილი ღრუბელის დახმარებით გულდასმით ვწმენდთ სითხით გაჟღენთილ ადგილებს.

რაც შეეხება პოლირების შემდეგ ავტომობილის გარეცხვას, კარგი იქნება, თუ ავტომობილს წყლისგან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დავიცავთ. 
საყურადღებოა ისიც, რომ თითოეულ ავტომობილს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება ამ მხრივ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის სითხის გამოყენებას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არასწორად შერჩეულმა პოლირების სითხემ შეიძლება ავტომობილის შასის საღებავი დააზიანოს. დაზიანებული საღებავის აღდგენა კი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ პოლირების შემთხვევაში ავტომობილი სპეციალისტებთან მივიყვანოთ.

ნიუ ავტო მოტორსში პროფესიონალი ჯგუფი მოგემსახურებათ,ჩაატარებს თქვენს ავტომობილზე პოლირების სამუშაოებს უმაღლეს დონეზე.გთავაზობთ ავტომობილების პოლირებას,საქარე მინების,ალუმინის კანტების და ა.შ.
ასევე ყველა დეტალი რაც დაგჭრდებათ თქვენი ავტომობილისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთანვე ტერიტორიიდან გაუსვლელად. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ახალი ისე მეორადი ავტონაწილები. იმ შემთხვევაში თუ საჭირო სათადარიგო ნაწილი არ აღმოჩნდება ადგილზე ჩვენი მენეჯერები უზრუნველყოფენ დეტალის მოტანას,თქვენი ჩარევის,ტერიტორიიდან გასვლის და  ზედმეტი   დროის, ენერგიის დახარჯვის გარეშე


შემოგვიერთდით Facebook-ზე