რაზვალი



New Auto Motors /  ნიუ ავტო მოტორს





არაპროფესიონალი მძღოლისთვის სიტყვა „რაზვალი”, აერთიანებს ძალიან ბევრ გაუმართაობას, რომელიც სავალ სისტემაში ხდება. რეალურად „რაზვალი” სამი სახის არსებობს. ერთი, ეს არის ეგრეთ წოდებული „სხაჟდენიე”, რაც ნიშნავს ბორბლების ერთმანეთთან სისწორეში გარეთ ან შიგნით გაშლას. ამას კი  დავინახავთ, თუ ავტომობილს შორიდან პირდაპირ შევხედავთ. ანუ, თუ ბორბლები „დაელმებულია“, ეს ნიშნავს, რომ მას „სხაჟდენიე” აქვს. არსებობს „რაზვალი”, რაც ნიშნავს, რომ თუ ბორბლებს ზემოდან დავხედავთ, დავინახავთ, რომ მას ძირი გაწეული აქვს. არსებობს მესამე ფორმა – „კასტერი“, რომელსაც ჩვენ ასევე „რაზვალს” ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ფორმა აქვს შეცვლილი ზემოდან დაშვებულ ძელს, რომელზეც ბორბლის ღერძია დამაგრებული. ეს ძელი წინ ან უკანაა გადახრილი და რომელ მხარეს არის გადახრილი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი არსებითად ცვლის ავტომობილის მართვას იმის მიხედვით, თუ რა სირთულის მოსახვევს გავდივართ. შეიძლება, მართვის დროს საჭეს ხელი გავუშვათ და ის მაინც სწორად წავიდეს, რადგან ეს გადახრილობა-გადმოხრილობა ისე დაემთხვეს ერთმანეთს, საჭემ სისწორე დაიცვას. მაგრამ შეუძლებელია „რაზვალის” სამივე ტიპი ვერ იგრძნოთ მოსახვევში – საბურავები წივილს დაიწყებს. თუ დახედავთ, ნახავთ, რომ საბურავები შიგნით არის გაცვეთილი და გარე მხარე მთელი აქვს, ან პირიქით. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე პარამეტრი დაირღვა.

ასევე ყველა დეტალი რაც დაგჭრდებათ თქვენი ავტომობილისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთანვე ტერიტორიიდან გაუსვლელად. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ახალი ისე მეორადი ავტონაწილები. იმ შემთხვევაში თუ საჭირო სათადარიგო ნაწილი არ აღმოჩნდება ადგილზე ჩვენი მენეჯერები უზრუნველყოფენ დეტალის მოტანას,თქვენი ჩარევის,ტერიტორიიდან გასვლის და  ზედმეტი   დროის, ენერგიის დახარჯვის გარეშე

შემოგვიერთდით Facebook-ზე