პერებოის მოგვარება ლაივში




New Auto Motors /  ნიუ ავტო მოტორს





შეფერხება ძრავში ეს ნიშნავს საწვავის არასწორ აალებას ან საერთოდ არ ხდება მისი აალება რომელიმე ცილინდრში(პერებოი).
ზამთრის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა უფრო ხშირია და რა იწვევს ამ ყველაფერს:

1. არ არის ისკრა - ეს პრობლემა ყველაზე გავრცელებულია და აქაც სამი მიზეზი შეიძლება იყოს 
ა) სანთლები(სვეჩი) აქ შეილება უბრალოდ გაიცვითა ან გატყდა მუშაობაში.
ბ) მაღალ ვოლტიანი სადენები რომლებიც მიდის სანთლებზე, აქაც შეიძლება იყოს პრობლემა რაც უბრალოდ სადენის შეცვლით გამოსწორდება.
გ) ეგრედ წოდებული მუშტუკები რაც სადენების ბოლოს არის მოთავსებული და ჯდება პირდაპირ სანთელზე, აქ შეილება ბზარი იყოს ან იზოლაცია დარღვეული რაც ასევე შეცვლით გამოსწორდება.

2. არასწორი საწვავის ნარევი. საწვავის ნარევი არის ნორმირებული, ღარიბი და მდიდარი, ღარიბი არის სადაც ბევრი ჰაერია და მდიდარი არის სადაც ბევრი საწვავია. აქაც სამი მიზეზი შეილება იყოს:
ა) გაბიდნული ბენზინნასოსი, თანამედროვე მანქანებს ნასოსი აქვთ ბაკში, ჩვენი ბენზინიდან გამომდინარე ხშირია მათი დაზიანება ან გაჭედვა, ამას ყველაფერს ბენზინში არსებული პარაფინი და ზეთი იწვევს ისინი ზაფხულში თხელია და არ აფერხებს მი
უშაობას ხოლო ზამთარში მაგრდება და ედება ნასოსს რაც წნევის ვარდნას და საბოლოოდ ნასოსის გაფუჭებას იწვევს.
ბ) გაბიდნული ინჯექტორები და მათი საწვავის მილი. ამ შემთხვევაში არ ხდება საწვავის კამერაში შეფრქვევა და შესაბამისად მისი აალებაც, რის გამოც უნდა გაიწმინდოს ინჟექტორები და მილი ან შეიცვალოს.
გ) ზედმეტი ფაერი იგივე ღარიბი ნარევი, ამ შემთხვევაშიც არ მოხდება საწვავის აალება საჭირო დოზით რადგან საწვავთან შედარებით მეტი ჰაერი ხვდება ცილინდრში.P.S.-არსებობს ასეთი პრაქტიკა როდესაც ტორმუზის ვაკუმიდან იპარავს ჰაერს ძრავი და ხვდება ძირითადად 3-4 ცილინდრებში.

3. ცუდი კომპრესია
ა) შესაძლებელია დამწვარი სარქველები აპარებს ჰაერს (ეს პოსტი გვაქვს დადებული)
ბ) დამწვარია ან გახსნილია თავაკის ეგრედ წოდებული "გალოვკის პრაკლადკა"
ამ ორივე შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე რადგან ძრავის გახსნა მოგიწევთ და შედარებით ძვირი ჯდება ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზები.

ნიუ ავტო მოტორსის პროფესიონალი გუნდის დახმარებით თქვენს ავტომობილს დაუსვამენ სწორ დიაგნოზს და მოახდენენ თქვენი ავტომობილის გამართულ მუშაობის უზრუნველყოფას. დაგვიკავშირდით წინასწარ და მიიღეთ მომსახურება რიგის გარეშე 24/7

ასევე ყველა დეტალი რაც დაგჭრდებათ თქვენი ავტომობილისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთანვე ტერიტორიიდან გაუსვლელად. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ახალი ისე მეორადი ავტონაწილები. იმ შემთხვევაში თუ საჭირო სათადარიგო ნაწილი არ აღმოჩნდება ადგილზე ჩვენი მენეჯერები უზრუნველყოფენ დეტალის მოტანას,თქვენი ჩარევის,ტერიტორიიდან გასვლის და  ზედმეტი   დროის, ენერგიის დახარჯვის გარეშე

შემოგვიერთდით Facebook-ზე